მცოცავი ოკუპაცია

ბოკერია ოკუპაციაზე: მტერმა იცის, რომ წინააღმდეგობის გამწევი მთავრობა არ გვყავს

ოკუპანტის დამოკიდებულება დიდი ხანია, ცნობილია. ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრობა და ჩვენი თავისუფლება მოსპოს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელსაც გააჩნია ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს ამას ეფექტურად, რეალისტურ ფარგლებშიც კი. სამი წელია, ვაკვირდებით პოზიციების დათმობას ყველგან. როცა მტერმა იცის, რომ წინააღმდეგობის გამწევი მთავრობა არ ჰყავს ქვეყანას არც ადგილზე, არც საერთაშორისო ასპარეზზე, ის ბევრად უფრო ადვილად მოქმედებს. დღეს რუსეთის ფედერაციას პრაქტიკულად აქვს განცდა, რომ პოლიტიკური ფასის გარეშე გადადგამს ასეთ ნაბიჯს და ამიტომ არის, რომ ასე ადვილად ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ არის შესაცვლელი ის ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არც სურვილი და არც ნება, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ყველაფერს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე.

კომენტარები