მცოცავი ოკუპაცია

ხიდაშელი: ასეთი ქმედებები ნამდვილად არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე

ეს არის მცოცავი ანექსია. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რაც საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო, 2008-ში აქტიური ფაზა მიიღო და იმის შემდეგ, ყოველდღიურად, რაღაც მასშტაბით და რაღაც დოზით ხდება. პროცესი სამწუხაროა, ძალიან მძიმეა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის ძალიან მყარ, მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას, იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ საბოლოო მიზნამდე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლითაც დღეს მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, არაფერი არ გამოვა. ასეთი ქმედებები ნამდვილად არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური იქნება პასუხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან და საქართველო საბოლოო ჯამში თავის საკუთარ მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს, რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე.

კომენტარები