მცოცავი ოკუპაცია

ტაბლიაშვილი: ვლაპარაკობთ ნიახურსა და ქინძზე, საზღვარი კი ყოველდღიურად გადმოდის

აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით კრიტიკული საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ფორმატი პრინციპში შედეგის მომტანი არ არის, ან თუ იყო, მან საბოლოო ჯამში საკუთარი მანდატი ამოწურა. ვლაპარაკობთ ნიახურსა და ქინძზე იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად, უტრირებულად რომ ვთქვათ, გადმოდის ადმინისტრაციული საზღვარი. მე ვვარაუდობ, გლობალური მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს დაკავშირებულია ოთხ აპრილს ლოზანაში დაწყებულ და გუშინ გაგრძელებულ ირანის საკითხის მოგვარებასთან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, ეს არის დაკავშირებული თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან და ბევრ იმ პროექტთან, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს საქართველოში. რუსეთი კი ჩვენ განვითარებას ეწინააღმდეგება.  

განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია voice from Georgia-ს თავმდჯომარემ ირაკლი ტაბლიაშვილმა ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები