2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

პრემიერი: ოლიმპიადის მშვიდად ჩატარებაში ყველა სახელმწიფომ ხელი უნდა შეგვიწყოს

ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებით ოლიმპიური ფესტივალისთვის. მზადება არის უკვე აქტიურ ბოლო ფაზაში შესული. ამაში ჩანს სწორედ ჩვენი განსხვავებული მიდგომები. მე შემთხვევით არ ვახსენე სოჭის ოლიმპიადა და მაშინ ჩვენი მთავრობის მიდგომები. მაშინ ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად მოვეკიდეთ ამ საკითხებს, რომ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო სოჭის ოლიმპიადა და ჩვენც განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ უსაფრთხოების საკითხებში. ახლა ჩვენთან ტარდება ოლიმპიური ფესტივალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს ამ ოლიმპიური თამაშების მშვიდ გარემოში ჩატარებაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ფესტივალზე.

კომენტარები