მცოცავი ოკუპაცია

ვოლსკი ტასოევის მადლობაზე: ეს არის სიტყვების თამაში, ჩვენგან - არაფერს

თქვით რა ოსური მხარე ან ცხინვალის წარმომადგენელი, ტასოევი ვინ ჯანდაბაა... ეს არის სიტყვების თამაში - ტასოევის და მისთანების განცხადებები და ძალიან გთხოვთ, სერიოზული ტელევიზია ამას არ უნდა აყვეს და შეკითხვებიც ამ თემაზე არ უნდა იყოს. ხან ტასოევი გამოვა განცხადებით, ხან ჩოჩიევი, ხან თიბილოვი, რომ მადლობას უხდის... შეიძლება კიდევ სხვამაც გადაიხადოს მადლობა და ჩვენ... - არაფერს...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერის დმიტრი ტასოევის განცხადებაზე, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „ფაქტობრივი ცნობისთვის“.

კომენტარები