მცოცავი ოკუპაცია

ხიდაშელი: მთავარი ამოცანაა, ქვეყანა პროვოკაციების მსხვერპლი არ გავხადოთ

ტრაგიზმი, რომელიც ჩვენს პირობით, ხელოვნურად გავლებულ საზღვართან ბოლო 7 წლის განმავლობაში ვითარდება, ყველას თანაბარი წუხილის საგანია. თუმცა, მთავარი ამოცანაა, ქვეყანა ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ, იმ პროვოკაციებისა, რომელსაც რუსული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივად ეწევა. ბანერს აქ თუ სადმე სხვაგან დადგამ, არ მგონია ამას რუსული სახელმწიფოსთვის რაიმე სტრატეგიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიურად ცდიან ჩვენს მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს.

 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მცოცავ ოკუპაციაზე.

კომენტარები