რუსული ოკუპაცია

ვოლსკი: რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია

ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე იყო 2006-07 წლებში, მაგრამ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. და არა მარტო ჩვენ, ასე ფიქრობენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ვაშინგტონშიც ასე ფიქრობენ. ის ეკონომიკური სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის შემოღებული, სწორედ იქით არის მიმართული, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანონ. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ 7-პუნქტიან პროექტში საუბარია, რომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება.

კომენტარები