პრეზიდენტის ინტერვიუ

პრეზიდენტი: ჩვენ მოვიგებთ ომს, იმიტომ რომ ასეთია ჩვენი ბედისწერა და იდენტობა

რეალურად ჩვენ ჩვენ თავში კითხვას არ ვსვამთ იმასთან დაკავშირებით, ვართ თუ არა წაგებულები – მე არ ვსვამ ამ კითხვას - წავაგებთ თუ არ წავაგებთ. მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ მოვიგებთ იმიტომ, რომ მოგვიგია არა მარტო ახლა, არამედ ისტორიულად არა ერთ საუკუნეში, არა ერთ ომში, არა ერთ იმპერიასთან. ასეთია ჩვენი როგორც ბედისწერა, ისე იდენტობა და ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ. მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ მომთმენები, მაგრამ ისიც მიმაჩნია, რომ არც ერთ მომენტში არც ერთმა ქართველმა კითხვის ნიშანი არ უნდა დასვას წავაგებთ თუ მოვიგებთ ამ ბრძოლას. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები