ქართული ოცნების დაპირებები

ივანიშვილი: მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ

მედიაც სცოდავს ცოტას და საზოგადოებაც სწორ ანალიზს არ აკეთებს და არ აკეთებენ სწორ დასკვნებს. მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მე მრავალჯერ მითქვამს და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მე ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას დაპირებებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებაში არ გახლავართ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი, თუ გნებავთ რაღაც კონფერენცია გავაკეთოთ, გნებავთ მედიასთან, გნებავთ სპეციალისტებთან ერთად, ექსპერტებს ეძახიან საკუთარ თავს რომლებიც და დავასაბუთოთ - აი, რა ვთქვით, რას დავპირდით და რა არ გავაკეთეთ. 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურია ნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები