საქართველო-რუსეთი

ჯაჭვლიანი: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ

საქართველოს ტერიტორიები დაქუცმაცებულია, ოკუპირებულია. ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ პროცესი არ გაგრძელდეს. არსებობს ამ პრობლემების შეჩერების ორადორი გზა, პირველი ომი და მეორე – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. ომით ჩვენ რა მივიღეთ, ვნახეთ და ვიცით. ჩვენი პატრონი არავინ არ არის - არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, ყველა თავისი ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკა და ევროპა გვეუბნება, გამონახეთ საერთო ენა რუსეთთანო, როცა საქმე საქმეზე მიდგება რაღაცა ძალა უშლის ამ მოლაპარაკებებს. იმავეს გვეუბნებიან რუსები – გამონახეთ საერთო ენა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავინ არ დაგვალაპარაკებს არც ოსებთან და არც აფხაზებთან. ასე რომ, 20 წელია, ჩვენი მტერი და მოყვარე შეშფოთებულია. არაფერი არ იცვლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, არავინ თავს არ შეიწუხებს. მოკლედ რომ ვთქვათ, "გვაბოლებენ". ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ველაპარაკოთ რუსეთს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები