სოსო ჯაჭვლიანი

პრემიერმინისტრის თანაშემწე: იმედია, ჯაჭვლიანი ბოდიშს მოუხდის ამომრჩეველს

იმიტომ არ ვწერ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ან რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ, უბრალოდ, აღშფოთებას ვერ ვმალავ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო და სულ არ მეცინება. მის მიერ წარმოთქმული თითოეული წინადადების გამო, მე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლმა და თუნდაც როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, საოცრად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი გაათვიცნობიერებს მისი გამოსვლის შინაარსს და სულ მცირე, ბოდიშს მაინც მოუხდის ამომრჩეველს.

პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე

კომენტარები