დენის ტარიფი

მაჭავარიანი: მთავრობამ ენერგეტიკა არამომგებიან დარგად აქცია

ეს არის ობიექტური ვითარება იმ ტყუილების, უბედურებისა და უნიათობისა, რაც ჩვენმა მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში დაატრიალა... ჩვენი მოსახლეობა ენდო ივანიშვილს იმიტომ, რომ ის პირდებოდა უფასო ფულს, 1 ლარიან ბენზინს, უფასო მედიკამენტებს, ყველაფრის გაიაფებას, დასაქმებას. ენერგეტიკაში საერთოდ ისეთი ტყუილი ითქვა, რომ აქ კორუფციული ტარიფი იყო. გავიდა 3 წელი და სად გამოჩნდა კორუფციულ ტარიფი? ხო აღმოჩნდა, რომ ეს შემცირება მოხდა კომპანიების ხარჯზე?.. ამ მთავრობამ თავისი ტყუილებით შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა და თავისი არაპროფესიონალიზმით ენერგოკომპანიები ფაქტობრივად დაასამარა, ენერგეტიკა გახადა არამომგებიანი დარგი, არასაინტერესო ინვესტიციებისთვის. რადგან დღეს ეს კომპანიები იძულებული გახდნენ არა მომავალში გაეხედათ, არამედ ყოფითი პრობლემები მოეგვარებინათ...

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი დენის ტარიფის ზრდის მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები