ეროვნული ბანკი

კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: პრაქტიკულად ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია

თქვენ ნახეთ, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პროცესი, ნამდვილად იყო ხარვეზები პროცესში სხვადასხვა განცხადებების სახით, შემდეგში თვითონ სექტორის მოთხოვნა იყო, პროცესი შეგვენელებინა, გაგვევლო როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. მთავრობამ მოუსმინა ამ რეკომენდაციებს, უკვე ხედავს, რომ ორი თვეა მიმდინარეობს განხილვა, რომელმაც უკვე ეს პროცესი გადაიყვანა აბსოლუტურად კონსტრუქციულ კანონშემოქმედებით პროცესში. ძალიან ბევრი - პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, იქნა გათვალისწინებული. დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე.

კომენტარები