რუსული ოკუპაცია

მაკკეინი: რუსეთი საქართველოში დაკავებული ტერიტორიის გაფართოებას აგრძელებს

რას აკეთებს ის [ვლადიმირ პუტინი] ახლა? ის ცდილობს პროპაგანდისტული ზეწოლის განხორციელებას ბალტიის ქვეყნებზე, ინტენსიურ ზეწოლას მოლდოვაზე, რუმინეთზე, პოლონეთსა და საქართველოზე. ყოველ რამდენიმე დღეში რუსები წევენ მავთულხლართებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 50, 100 მეტრით და ისინი სულ უფრო და უფრო წინ მოიწევენ. რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელი საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით მოეწერა. ისინი აგრძელებენ დაკავებული ტერიტორიის გაფართოებას და შეჰყავთ რუსები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 21 ივლისს, ჰადსონის ინტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს მიეძვღვნა. მაკკეინმა საქართველოში რუსი ოკუპანტების ქმედებებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კონტექსტში ისაუბრა.

კომენტარები