ე.წ კორტების სპეცოპერაცია

თარგამაძე: გლდანის ციხეში ირაკლი ფირცხალავაზე განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ

გუშინდელ პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ ამხილა პროკურატურა რიგითი სპეცრაზმელების გადაბირებაში საკნებიდან გაყვანისა და მათზე ზეწოლის გზით. გუშინვე ის მატროსოვიდან გადაიყვანეს გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი მწერებითა და ვირთხებით სავსე სარდაფში. დილიდან გადაიყვანეს საკანში და მთელი დღეა, ამ წუთებშიც, დაწესებულების ადმინისტრაციის დავალებით კრიმინალები ახორციელებენ მასზე განუწყვეტელ ზეწოლას გინებით, მუქარით და გაუსაძლისი ხმაურის შექმნით. ისევე, როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, ხდება ამ პროცესის გადაღება და მიწოდება ივანიშვილისთვის, რათა მან ისიამოვნოს ამ ძალადობით. შეგახსენებთ, ივანიშვილმა თავად ღიად მოიხსენია ირაკლი ფირცხალავა, როგორც მისთვის საშიში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. კრიმინალს რომ შურს აძიებინებთ მათ დამარცხებაში დამსახურებულ პოლიციელზე, მაგიტომაცაა, ორი კვირის განმავლობაში შს მინისტრი ვერ დაგინიშნავთ. ცეცხლს ეთამაშებით. პოლიციელთა მოთმინების ფიალა სავსეა. ახლავე შეწყვიტეთ უმსგავსობა, თორემ თქვენთვის საზარელ შედეგს მიიღებთ.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე facebook-ში.

კომენტარები