საბანკო ზედამხედველობა

მეჭიაური: მარგველაშვილმა ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია

პრეზიდენტისგან ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, თუნდაც ერთი, რომელიც ვეტოს დადების საფუძველს იძლეოდა, გარდა იმისა, რომ მან ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია. კომერციული ბანკების ასოციაციამ ჩვენს მიერ მიღებულ კანონს ცალსახად დაუჭირა მხარი. მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია. პრეზიდენტს ჰყავს თავისი არასამთავრობოები, რამდენიმე ბიზნესწრე, რომლებიც ვის წარმოადგენენ, ხალხის რომელ ფენას, არავინ იცის, ან თვითონ რომელ ამომრჩეველს ეყრდნობა, ეგეც გაურკვეველია. ვინც ის აირჩია, ის ხალხი მიატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. თამაზ მეჭიაური აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

კომენტარები