საბანკო ზედამხედველობა

რატიანი: არ უნდა დავუშვათ, ივანიშვილმა დაანგრიოს ფინანსური სისტემის მდგრადობა

[პრეზიდენტი მარგველაშვილისგან] ვეტოს დადებას ვითხოვდით ჩვენც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, ყველაზე მსხვილის აფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ივანიშვილმა დაანგრიოს საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობა, ეს შეუქცეველს გახდის გარკვეულ პროცესებს და ძირს გამოუთხრის ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას, ასე რომ ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაჩეროთ, თორემ შემდეგ გვიან იქნება. საინვესტიციო გარემოსთვის ეს არის უბრალოდ დამღუპველი, ასევე არის ხიფათი რომ დიდმა საფინანსო ინსტიტუტებმა შეაჩერონ თავიანთი პროგრამები, რაც ბიუჯეტისთვის შესაძლოა აღმოჩნდეს დამღუპველი, რადგან ეს არის დაახლოებით 700 მილიონამდე, რაც მიდის ინფრასტრუქტურაში და ეს ნიშნავს დასაქმების პროგრამებს. ამის შეჩერება იქნება ქართული ეკონომიკისთვისაც და დამღუპველი

კომენტარები