საბანკო ზედამხედველობა

მეჭიაური პრეზიდენტს: გადადექი და მოდი იმ გუნდთან ერთად, რომელიც მოგწონს

პრეზიდენტი იგავ-არაკის პერსონაჟის როლშია აღმოჩენილი, ღამურა რომ ქვია, იუკადრისა აქ თავისი წრე, წამოვიდა და ახლა ეძებს თავშესაფარს მეორე პოლიტიკურ გუნდში. ცდილობს ახლა, რომ საშინაო ლიდერის როლი მაინც მოირგოს, იმიტომ რომ აქეთ ფუნქცია არ დარჩა მას. მმართველ გუნდს თვითონ გაერიყა. გამოიყენა თავისი ჭკუით ეს გუნდი და შემდეგ დაიწყო პრეზიდენტობანას თამაში. თუ შენ თვლი, რომ უფრო ჭკვიანი, მაგარი მოთამაშე ხარ, ღირსება უნდა გეყოს, გადადგე, დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და მოდი იმ გუნდთან ერთად, რომლის წიაღშიც უკეთესად გრძნობ თავს. მე მას ვაღიარებდი სერიოზულ პოლიტიკოსად წაგების შემთხვევაშიც. ხალხის არჩეული არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის არჩეული. რომლის ამომრჩეველმაც მარგველაშვილს მისცა, ივანიშვილის ხათრით ხმა. ახლა ის ეძებს ამომრჩევლებს უკვე იქ, სადაც ნაციონალებს ყავდათ ამომრჩეველი და ჯერ ერთი მიშასა და მაგას შორის ვერ გაიყოფა ის ხმები, იმიტომ, რომ მას ქარიზმა არ აქვს, მიშა მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს მაინც აქვს და მას არაფერს არ გაუყოფს

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. თამაზ მეჭიაური აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია

კომენტარები