ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პრეზიდენტი ენმ-სთან კავშირზე: ასეთი სააგიტაციო კამპანია ენმ-ს აწყობს

მოვისმინე, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვარ შეკრული. კამპანიას ვხედავ, მაგრამ, ყველაფერი ეს რაღაცნაირი სახალისოა. ნამდვილად არ არის გამაღიზიანებელი ჩემთვის, მაგრამ სულ ვფიქრობ, რა გავლენას ახდენს ასეთი კამპანიები საზოგადოებაზე. ჩემი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ რეალურად ძალიან ხშირად ისმოდა და არა მხოლოდ 2012 და 2013 წელს ისმოდა, არამედ 2008-ში, 2010-ში, 2003-ში და ა.შ. დავუშვათ, მოვახერხეთ და ეს ყველაფერი დავავიწყეთ საზოგადოებას და დავარწმუნეთ, რომ პრეზიდენტი მართლაც შეკრულია ოპოზიციურ ძალასთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის ეს მომგებიანი და საინტერესო? როდესაც გრძელი სააგიტაციო კამპანიით მოახერხებ და პრეზიდენტს ოპოზიციურ ძალასთან გააიგივებ, არ იხეირებს აქედან ნაციონალური მოძრაობა?

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს ცხრიანთან საუბრისას.

კომენტარები