ტელეკომპანია რუსთავი 2

პრემიერი: რუსთავი 2-ს კონცერტების ჩატარებაზე უარი ობიექტური მიზეზებით უთხრეს

მოვისმინე ამ დღეებში, რომ რაღაც გარკვეული შეფერხება იყო რუსთავი ორის კონცერტებთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ მეორე მხარის კომენტარიც მოვისმინე, ასევე მოვიკითხე ინფორმაცია და როგორც ჩანს, მართლაც ობიექტური მიზეზებით იქნა გამოწვეული ეს უარი. ასე რომ, მართლაც ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას. ვიცი, რომ ფოთში და ყველგან უკვე განაცხადეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ის სივრცე, რომელიც დაგჭირდებათ. ასე რომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან კომფორტული აქციების ჩატარების უფლება მივეცით. მე ვერ ვხედავ მართლაც ობიქტურ მიზეზს, რატომ უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა... ეს ძალიან, როგორ გითხრათ, მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს რაღაც ობიექტური... რაღაც დაგეგმილი სცენარი იყო. ეს როგორც ჩანს, მართლაც იმ დღეებში ჰქონდათ დაგეგმილი ღონისძიებები. ასე რომ სხვა დღეებში, ნებისმიერ დროს, თქვენ შეგეძლებათ ჩაატაროთ და რამდენიც გნებავთ, იმდენი გაერთოთ.

 

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში კონცერტების ჩატარებაზე უარი უთხრეს.

კომენტარები