შინაგან საქმეთა სამინისტრო

დარჩიაშვილი: ივანიშვილს ყველა მინისტრი პირადი ინტერესებისთვის უნდა

მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეარჩევდა. ეს ადამიანი და შემრჩევი არის ივანიშვილი. მას პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის უნდა ყველა ეს მინისტრი და არა, ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის. რაც შეხება უშუალოდ მღებრიშვილს, ამ ადამიანმა რითაც დაგვამახსოვრა სულ ახლახან თავი, ეს იყო სრულიად დაუშვებელი, აბსოლუტურად ამოვარდნილი კანონიდან და ნებისმიერი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაწერილი თუ დაუწერელი პრინციპებიდან, ის რომ პოლკოვნიკი ფირცხალავა იყო გადაყვანილი კრიმინალებთან კორპუსში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი შს მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების უკვე ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დანიშვნაზე.

კომენტარები