მთა

პრემიერი: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მთის გაძლიერებაა

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის გაძლიერებაა, მთის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ სამი წლის წინ მთის პროგრამები და ჩვენ დაპირებისამებრ გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მაღალმთიანეთ კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე.

კომენტარები