საქართველოს პატრიარქი

პატრიარქი: ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ

ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი... მინდა, გავიხსენო ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და ის ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში ვდგავარ და ძალიან ახლოს ჩერდება სხვისი მანქანა, მე ვუყურებ მძღოლს და ხელით ვესალმებიო, ისიც მესალმება სრულიად უცნობ ადამიანსო. შემდეგ გახარებული ვაგრძელებ გზასო. მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან - ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები