საბანკო ზედამხედველობა

მეჭიაური: პრეზიდენტი უზიარებელი სულივით ეძებს თავის ადგილს და ვერ პოულობს

პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ უწონადობაში. ის უზიარებელი სულივით ეძებს თავის ადგილს ამ პოლიტიკურ სპექტრში და ვერ პოულობს. ის უკვე ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის მიერ გაჟღერებულ ყველა დებულებას, ამ დროს ნაციონალებს ის არაფერში არ სჭირდებათ გარდა იმისა, რომ გამოიყენონ ამ ეტაპზე. მას კი ჰგონია, რომ ნაციონალებს იყენებს და ისევე გამოიყენებს, როგორც ივანიშვილი გამოიყენა თავის დროზე და თავის ჭკუით გადააგდო. ახლა ჰგონია, იმათ გადააგდებს. ამ დროს თვითონ დარჩება გადაგდებული ყველა მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.

კომენტარები