ემბარგო

აბაშიძე ემბარგოზე: ეს რუსეთის არასწორი გადაწყვეტილება იქნება

ზოგადად, ხარისხის კონტროლი ჩვენთან ძალიან კარგია, მაგრამ, სხვადასხვა რუსული უწყებების მიერ გაკეთდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ეს თემა შესაძლოა, სანქციებთან იყოს დაკავშირებული. კონკრეტულად იმ ერთ სანქციასთან, რომელსაც საქართველო გასულ წელს მიუერთდა. ეს ერთი წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ახალი არაფერი მომხდარა. თუ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს საქართველოსთან ვაჭრობის შეზღუდვის კუთხით, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება. სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი დიალოგისა, რომელიც ჩვენ რუსეთთან წამოვიწყეთ. 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსულ ემბარგოზე რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები