რუსული ემბარგო

ხოშტარია: რუსეთი გრძნობს, რომ მისი, ჩვენზე მუქარის, პოლიტიკა ეფექტურია

ჩვენ ვთქვით, რომ ემბარგო, რომელიც საქართველოს დაუწესა რუსეთმა და აუცილებლად კიდევ დაუწესებს, იმიტომ, რომ რუსეთი მუდმივად ეკონომიკას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, არის არა საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რასაც ყველა აღიარებს, არამედ ჩვენი ბრალი. ამ მხრივ ფაქტობრივად ვჭრით ყველანაირ გზას ამ პრობლემის საერთაშორისო მეგობრობის ჩართულობის გზით გადაჭრისას. მეორე, ჩვენ პრაქტიკულად ვემიჯნებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც ერთხმად იძახის, რომ რუსეთი არის აგრესორი. ჩვენ რუსეთს ვაჩვევთ, რომ თუ დაგვემუქრება, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულებები, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შემცველი. მაგალითად, როდესაც აბაშიძემ თქვა, რომ აქ არ განლაგდება ნატოს ინფრასტრუქტურა ლავროვის მუქარის შედეგად, დღეს ღარიბაშვილი ამბობს, რომ არანაირი სანქცია, იმიტომ რომ რუსეთი დაგვემუქრა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გრძნობს, რომ მისი ჩვენზე მუქარის პოლიტიკა ეფექტურია. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ რუსეთის შესაძლო ემბარგოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

კომენტარები