ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილება

აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებით ლარი არ დასტაბილურდება

ყველა პროფესიონალი ეკონომისტისთვის ძალიან ნათელია, რომ ამ კანონის ამოქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს ლარის კურსის სტაბილურობასთან. თუმცა თუ მაინც ვინმეს ბუნებაში ჰგონია, რომ ამ კანონის ამოქმედებით ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას და ხელს შეუშლის დევალვაციას, მაშინ აბსოლუტურად გასაკვირია, რატომ არ მოხდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაუყოვნებლივ და რატომ გადაიტანეს ეს პროცესი სექტემბრისათვის, თან ეს იმ ფონზე, რომ ვისმენდით განცხადებებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდნენ.

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებზე საუბრისას

კომენტარები