რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: ზოგი რუსთავი 2-ის გაქრობას ელოდება, რათა მშვიდად ძილი შეძლოს

ეეეჰ, კარგია ყველა პრობლემის კანონის იმედად დატოვება. ჩვენს ქვეყანაში ხო თემიდაც იჭყიტება თვალსახვევიდან...

ზოგი რუსთავი2-ის ამბავს სეირად უყურებს- "მე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ"-მოტივით....

ზოგი ამტკიცებს, რომ "მიკერძოვებულ და პოლიტიზირებულ ტელევიზიას ასეც მოუხდებაო"...

ზოგი ფიქრობს, რომ ამ ტელევიზიის წილებზე დავა არც პირველია და არც ბოლო იქნება...

ზოგიც ელოდება იმ დროს, როცა რუსთავი2 აღარ იარსებებს და ამით მშვიდი ძილის საშუალება მიეცემა მათ, ვისაც ძილს უფრთხობს ეს არხი...

ალბათ, არსებობს ლეგენდა ბაზალეთის ტბის ძირას გაყურსული არხის, რომელსაც არავინ ებრძვის და არავინ ლანძღავს, რომელიც ნეგატივს არასოდეს აშუქებს და პოლიტიკური ინტერესებისაგან შორსაა და რომელიც მკვდარივით ობიექტურია... ეგეთი დიმიტრი გელოვანივით არხების მეტი რა არის, უბრალოდ მათ არავინ უყურებს ...

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საკუთარ Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ეხმაურება

კომენტარები