ტელეკომპანია რუსთავი 2

ალასანია რუსთავი 2-ზე : მთავრობა ჯერ საზოგადოების რეაქციას ტესტავს

ახლა ხელისუფლება ფრთხილია. გატესტა საზოგადოება, როგორი რეაქცია ექნება ამ პირველ ნაბიჯებს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. თუ არ იქნა საზოგადოება მობილიზებული და თუ არ იქნა ძლიერი, გააგრძელებენ ბოლომდე ისე, რომ სარედაქციო თავისუფლებაც ბოლოს იქნება შეზღუდული და არჩევნებისთვის გვეყოლება არა ისეთი ტელევიზიები, რომლებიც კონკურენტულ გარემოს შეუქმნიან საარჩევნო სისტემის სუბიექტებს; არა ისეთი ტელევიზიები, რომლებიც ფაქტებს გამოავლენენ და საზოგადოებას ინფორმირებულს ამყოფებენ; არამედ იქნება სრულად სტერილური. ეს არის მცდელობა, რომ წაართვან საზოგადოებას ის სივრცე, საიდანაც ობიექტურ ინფორმაციას მიიღებს და კონკურენტულ გარემოში ამყოფებენ საარჩევნო სუბიექტებს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები