მცოცავი ოკუპაცია

ხიდაშელი: არავითარი საზღვრის გადმოწევა-გადაწევა არ ხდება

საზღვარმა გადმოიწია ძალიან ბევრი კილომეტრით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. მე მესმის, რომ რუსთავი 2-სთვის ეს რთული დასანახია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ არის რთული დასანახი. ამ დღეების გამო თავს ვიკავებ თქვენზე საუბრისგან და ჩაივლის აგვისტოს დღეები და აუცილებლად გაგცემთ პასუხს რამდენიმე საკითხზე. არავითარი საზღვრის გადმოწევა-გადაწევა არ ხდება, საზღვარმა გადმოიწია ბევრი კილომეტრით 2008 წლის აგვისტოში.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსთავი 2-თან საუბრობს. გუშინ სოფელ თამარაშენში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 800 მეტრით გადმოსწიეს.

კომენტარები