ეროვნული ბანკი

მეჭიაური: შეცდომა დავუშვით, რომ გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თანაც ქადაგიძის უმოქმედობა განსაკუთრებით გამოიკვეთა გასულ წელს, როდესაც კრიზისი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს შეეხო. აუდიტის სამსახურშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო - მართალია, ამ უწყებასაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც კი აუდიტის სამსახური პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლეთ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავდა. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ასე არ მოხდა, თანაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ უარესი შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური­ კვირის პალიტრის კითხვაზე - "ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს არა მხოლოდ საბოტაჟში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებთ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები რატომ არ დაიწყეთ?".

კომენტარები