რუსთავი 2-ის საქმე

აშშ-ის საელჩო: რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიაჩნია, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა ვაფასებთ საქართველოს ღია მედიაგარემოს, რომელიც რეგიონში სამაგალითოა. ამდენად, წუხილს იწვევს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც მედიის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების ან მედიაპლურალიზმის დარღვევის შთაბეჭდილებას ტოვებს. რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. მედიასაშუალების მონაწილეობით წარმართული ნებისმიერი სასამართლო პროცესი სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც მედიასაშუალების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს, ყურადღებით უნდა იქნას განხილული.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი media.ge-სთან, რუსთავი 2-ის საკითხზე.

კომენტარები