NATO - საქართველო

აპატურაი NATO-ს საწვრთნელ ცენტრზე: ეს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სიგნალია

ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას პრაქტიკულ ელემენტებზე, ანუ, რას გააკეთებს ცენტრი იმისთვის, რომ გაიზარდოს NATO-სთან თავსებადობა. საქართველომაც გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორებს და ყველაზე მთავარი, რაც წერია არსებით პაკეტში - თითოეულმა ამ ნაბიჯმა საქართველო მომავალი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. 
ასე რომ, ცენტრს აქვს ძალიან მკაფიო სარგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის და პარტნიორობის. საქართველომ დაიმსახურა და გააკეთა ყველაფერი პარტნიორობისთვის, ავღანეთში და სხვაგანაც NATO-სთან გვერდში დგომით, ასევე გატარებული რეფომებით. ეს არ ნიშნავს საქართველოს შეირაღებული ძალების გაწვრთნას იმისათვის, რომ ვინმეს ისინი თავს დაესხან. თუ რუსეთი მოახდენს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სურს ინტერპრეტაცია და არა იმიტომ, რომ არსებული ფაქტები ხელს უწყობს ასეთი დასკვნების გაკეთებას.

 

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში NATO- საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

კომენტარები