შუალედური არჩევნები

თამარ ხიდაშელი: ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან

დიდ მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრს წარდგენისთვის, ასევე - კოალიცია ქართულ ოცნებას და რესპუბლიკურ პარტიას. მე მათთან მაერთიანებს ღირებულებები და სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და უშუალოდ ხელისუფლების საშუალებით მეცადა გამეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი – ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. რაც შეეხება საგარეჯოში ჩემს პროგრამას, მთავარი საზრუნავი იქნება, ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა.

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი.

კომენტარები