საკადრო ცვლილებები მთავრობაში

კვირიკაშვილი: ვეცდებით ევრაზიის მოვლენების ტრანსფორმაციას საქართველოსთვის

მაქსიმალურად შევეცდები, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირდეს ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში. პროდასავალური მიმართულების გარდა, ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით

საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა წარდგენის დროს მის პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა.

კომენტარები