რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: რუსეთთან პრაგმატულმა პოლიტიკამ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა გაზარდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები