თამაზ მეჭიაური

ზაქარეიშვილი: მეჭიაურის განცხადება მიუღებელია, მე ვმუშაობდი სოროსის ფონდში

ბოდიში მისი [თამაზ მეჭიაურის] პირადი ნებაა, მაგრამ მე თვითონ ვმუშაობდი სოროსის ფონდში და ყოვლად მიუღებელია ჩემთვის ამ ტიპის განცხადებები. სოროსმა უნიკალური რამ გააკეთა საქართველოსთვის, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა. იმ ფინანსებით მან ხელი შეუწყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნებას და შექმნას, მეორე - სწორედ იმ სფეროდან გამოვიდა უამრავი პოლიტიკოსი, რომელიც ვერ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო სოროსის ფონდი. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით თქვა - "ივანიშვილმა სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები