რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: მესაკუთრეების დავა ხისტი ჩარევააა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში

მესაკუთრეების დავა არის ძალიან ხისტი ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში ეს ყველამ იცის იმიტომ, რომ აბსოლუტურად აბსურდულია ყველა მესაკუთრის მოთხოვნა უმარტივესი მიზეზის გამო-ყველას თხოვნა ხანდაზმულია. აქამდე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი რომელთა უმრავლესობასაც ეკონომიკური შინაარსი ჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ არც ერთ კაპიკს არ გვაძლევს. თუ ჩვენ ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ ვიქნებით, შესაბამისად სიტყვის თავისუფლება შეგვეზღუდება

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

კომენტარები