ხელისუფლება და მედია

დანელია: ხალხი ამბობს - ეს რა დღეში ჩაგვყარეს, ეს ვინ მოვიდა ხელისუფლებაში

ხალხი ხედავს იმას, რომ გაუძვირდათ დენის გადასახადი, ვერ ყიდულობენ საკმარის პროდუქტს, სწავლა გაძვირდა, წიგნები აღარ აქვთ სკოლაში, თუ აქვთ, მაშინ შეიძლება, ნახმარი წიგნი იყოს - ანუ მათი ცხოვრების დონე გაუარესდა. ვგულისხმობ ღარიბ ადამიანებს, საშუალო კლასის ადამიანებს. ყველა ადამიანი ვინც არის ჩემ გარშემო, ვინც მხვდება ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჩემი ეზოს ხილის და ბოსტნეულის გამყიდველი - ყველა ადამიანი ამბობს, რომ ეს რა დღეში ჩაგვყარეს, ეს ვინ მოვიდა ხელისუფლებაში. არ სჭირდება ამას გადაცემები, რომ ადამიანებმა თავის თავზე იგრძნონ, რა მდგომარეობაში არიან.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში".

კომენტარები