ჭიაბერაშვილი ეროვნულ ბანკზე: გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენებაა

იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ უზარმაზარ მოგებას ნახულობს ამ საყოველთაო გაჭირვების ფონზე, პრაქტიკულად, ბატონი გაჩეჩილაძის განცხადება აღიარებითი ჩვენებაა, რომ როდესაც პარლამენტი ამ კანონს იღებდა, მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ივანიშვილის ინტერესია, რა თქმა უნდა, აკონტროლოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ამ არაფორმალური მმართველობის დროს. ამ ახლადშექმნილი ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით კი, ხელი აფათუროს ყველა კომერციულ ბანკში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებაზე, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები სებ-ის გასაკონტროლებლად შეიტანა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები