თევზაობა

ჯაფარიძე: ქვეყანა არ უნდა დარჩეს ისე, რომ კალმახი მხოლოდ სურათში ვნახოთ

მე მინდა, ძალიან დიდი გულისტკივილით მოგახსენოთ, რაც თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს ამ ბოლო წლებში მოედო უსაშინლესი სენი, რასაც ჰქვია დენის აპარატებით თევზაობა. ეს არის ისეთი დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ამის ნაყოფს ალბათ ძალიან გვიან მივხვდებით. მე მონადირის შვილი ვარ, მეთევზის შვილი ვარ, თვითონაც მიყვარს ასეთი გართობა, მაგრამ ეს არის, უბრალოდ, ჟლეტა და გაწყვეტა იმ საოცარი და ულამაზესი თევზისა, რასაც კალმახი ჰქვია. მოგეხსენებათ, დენის აპარატით თევზაობის დროს იჭერენ არა მხოლოდ მოზრდილ კალმახს, რომლის შეჭმაც შეიძლება, არამედ აბსოლუტურად წყდება ყველა ლიფსიტა - დიდიც და პატარაც. ეს არის გენოციდი, გაწყვეტა. ეს უნდა ამოიძირკვოს. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ძალიან გამძაფრდა ონის მუნიციპალიტეტში დენით თევზაობა, ჩვენმა სულიერმა მოძღვარმა, ჩვენმა მღვდელმა დაიბარა ყველა, ვისზედაც კი ეჭვი ეპარებოდა პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით, და შეაჩვენა, ვინც კი გამოიყენებდა დენის აპარატს. ამან ცოტა რაღაცნაირად უშველა. ჩვენი თაობა, ქვეყანა ხვალ და ზეგ არ უნდა დარჩეს ისე, რომ კალმახი მხოლოდ სურათში ნახოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჯაფარიძე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები