განათლება

პრემიერი: პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ განათლებაზე

თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს განათლებაზე. ვინაიდან, განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ჩვენ ვერც ეკონომიკას, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც მეცნიერებას განვავითარებთ, ვერც ახალ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება ჩვენ შესაბამისი განათლებული თაობა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის არის მართლაც პრიორიტეტული სათანადო განათლების მიცემა ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამისთვის მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ჩვენი მთავრობა, მინისტრი ვაკეთებთ ყველაფერს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მცხეთის რაიონის სოფელ წილკნის სკოლიდან მიულოცა.

კომენტარები