ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

პრემიერი: ყველაფერს არ ვიძახით, რადგან არ გვინდა, თავის ქებაში ჩაგვეთვალოს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფო ფულს არ ჩავდებდით ვიღაცის საკუთრებაში მყოფ სპორტულ ობიექტებში. თავიდან ავაშენეთ ულტრათანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების მქონე საცურაო აუზი, დარბაზები, ჩოგბურთის კომპლექსი და, საბოლოო ჯამში, 12 ახალი სპორტული ობიექტი შეემატა სახელმწიფოს. ეს ყველაფერი დარჩება ჩვენს ქვეყანას. ამაშიც ჩანს რეალური განსხვავება მიდგომებში, რა პოლიტიკა გვაქვს ჩვენ და რა პოლიტიკა ჰქონდა წინა მთავრობას. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, სპორტის მიმართულებით ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ამის ნახევარიც, რაც წელს გავაკეთეთ. ამ ყველაფერს თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენ ამას, სამწუხაროდ, არ ვიძახით, იმიტომ, რომ არ გვინდა, თავის ქებაში ჩაგვეთვალოს, მაგრამ მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, უნდა ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები