რთველი 2015

გიგა ბუკია: მილიარდ 800 მილიონის სუბსიდია მოვახდინეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა

ჩვენ არ გვითქვამს, რომ სოფლის მეურნეობას პრობლემა არ აქვს, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას 9 წლის განმავლობაში მხოლოდ 25 მილიონი ლარი ქონდა სუბსიდირებული ვენახში და სოფლის მეურნეობა იყო ყველაზე მიტოვებული. მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნა ჩვენი ხელისუფლების მიერ ორი წლის განმავლობაში სუბსიდირებული სოფლის მეურნეობისათვის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ფაქტიურად არარსებული რეალობიდან უნდა შეიქნას სოფლის მეურნეობა. კახელ გლეხს ბოლო 2 წლის განმავლობაში მიუბრუნდა გული ვენახისკენ. ჩვენ გვახსოვს აჩეხილი ვენახები, დღესაც პრობლემები გრძელდება, ვენახის სოფლის მეურნეობის პრობლემის გადაწყვეტა ორ წელიწადში ბოლომდე ვერ მოხდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გადაცემა "არჩევანში" რთველთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

კომენტარები