ჯაჭვლიანი: მამათმავლობას კენჭი ვუყარეთ - უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას

პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ბატონ პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის გამო, რათა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მაგრამ, მეორეს მხრივ, მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია. პირიქით, ამ კანონის საფუძველზე ჩვენ მიერ მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა გახდა დასჯადი. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები - მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია", რათა მომავალში ვერაფრით ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ. იმედს გამოვთქვამ, დეპუტატები მხარს დაუჭერენ ინიციატივას. თუნდაც დღეს ეს კანონი არ გავიდეს, მომავალში მაინც შევქმნით პრეცენდენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. შეუცდენელი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს, შეუცდენელია მარტო უფალი. კარგია, როცა შეგიძლია, რომ გამოთქვა სინანული. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამ პარლამენტში, ვინც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და ბატონი გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება ერთმანეთთან. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა, მისმა მეგობრებმა გადასცენ - თუ ამ ცვლილებებს ბატონი გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, თუ მისი სურვილი იქნება, მე მისი მეგობარი გავხდები, ხოლო თუ მისი სურვილი არ იქნება და დაუჭერს მხარს, ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები