გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: უგულავას პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრების რისკები შენარჩუნებულია

ეს იყო ერთადერთი და უალტერნატივო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული და არ ვგულისხმობ ერთ და ორ დღეს, თვეების წინ ჩვენ ვაცხადებდთ, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტიკური მოტივაციით, არაკონსტიტუციურად დაპატიმრებული პირი, თუმცა, ეს რისკები კვლავ შენარჩუნებულია, იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ღიად განაცხადა, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან კონკრეტულ თარიღში ელოდებიან გამამტყუნებელ განაჩენს. სხვა ინდიკატორი იმისა, რომ სასამართლო და ხელისუფლება იმყოფებიან გარიგებაში, რა უნდა იყოს ამაზე მეტი. შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი მეთოდით.

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

კომენტარები