გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: რაც აქ მოხდება, არ შეცვლის იმას, რომ საქართველო რეჟიმს არ შეეგუება

ის, რაც დღეს აქ მოხდება და ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. ეს არაფერს არ ცვლის გიგი უგულავასთვის. მან პირდაპირ თქვა, რომ მზად იყო და იცოდა, რომ სანამ ივანიშვილს აქვს კონტროლი ამ ქვეყანაში, ის არ მოისვენებდა და მის თავისუფლებას არ დაუშვებდა. ეს ვერასოდეს ვერ შეცვლის იმას, რომ საქართველო არ შეეგუება რეჟიმს, რომელიც ინსტიტუტების ნგრევით, უნიათობით, უსაქმურობით, საქართველოს უფსკრულისკენ წაყვანით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წევრები გიგი უგულავას საქმეზე განაჩენს ელოდებიან

კომენტარები