აქციები მოსამართლეების სახლებთან

პაპუაშვილი: მოსამართლეების სახლებთან აქციებზე პოლიცია საერთოდ აღარ ჩნდება

აქ მთავარი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების რეაქცია, იმიტომ, რომ ეს აქციები კვლავ გრძელდება, უფრო ორგანიზებული ხდება, უფრო მასშტაბური ხდება ეს უკანონო აქციები. ეს მათ მორალურ მხარეზეც მიუთითებს, რადგან იციან, რომ აქ ვარ სტრასბურგში, სხვა მოსამართლეებიც აქ არიან და ასეთ ზეწოლას ახდენენ ოჯახის წევრებზე, მათ შორის, არასრულწლოვან და მცირეწლოვან ბავშვებზე. საჯაროდ ითქვა, რომ ჩვენ აქ მოვდიოდით, ეს კიდევ გრძელდება. მორიგი საშიში ტენდენციაა, რომ ადრე სამართალდამცავები ფორმალურად მაინც მოდიოდნენ ადგილზე, დაგვიანებით, რა თქმა უნდა, როცა ყველაფერი ამოწურული იყო, რაღაც თითქოს შეთანხმებით ხდებაო და ფორმალურად მაინც აფიქსირებდნენ ამ ფაქტებს. ახლა, დღეს უკვე, სამართალდამცავი ორგანოები საერთოდ დაიკარგნენ და აღარ ჩნდებიან. ამ ორი დღის განმავლობაში გრძელდება, უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო და ჩემს მცირეწლოვანებს ან სხვა მოსამართლეების მცირეწლოვან ბავშვებს თუ უტარებენ ამ აქციებს, არ ვიცი. რა მიზანი აქვს, არ ვიცი. ჩვენ მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანენ, მოსამართლეს თმენის ვალდებულება აქვს მყარი. გადაწყვეტილებებზე ეს ვერ იმოქმედებს. თუ ნერვების მოშლაა, ეგ მიზანიც მიღწეული არ იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი რუსთავი 2-თან.

კომენტარები