გიგი უგულავას საქმე

ხატიაშვილი: გიგი უგულავა კლასიკური პოლიტპატიმარია

2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს 220 პირი და გამოიყენეს ევროპის საბჭოს ასამბლეის 2011 წლის ოქტომბრის დადგენილება პოლიტპატიმრის სტატუსის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ როდესაც პირს ან რამდენიმე პირს ჩადენილი აქვს სავარაუდო დანაშაული და შენ ერთი პირის მიმართ გაქვს სხვა მოპყრობა, ხოლო სხვა პირების მიმართ სხვა მოპყრობა, ეს არის პოლიტიკური პატიმარი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უგულავას მერობის დროს ცუდი სტატუსით სარგებლობდა, მე მაინც უნდა ვთქვა, მე ობიექტური ადამიანი ვარ - ის არის კლასიკური პოლიტპატიმარი დღეს. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას.

კომენტარები