პრემიები

აგულაშვილი: პრემია აუცილებელია იმისათვის, რომ წავახალისოთ კარგი შრომა

პრემია აუცილებელია სისტემურად იმისათვის, რომ წავახალისოთ კარგი შრომა. წავახალისოთ ადამიანი, გავხადოთ ის მოტივირებული იმისათვის, რომ მან შეძლოს უფრო მეტი. ამ სისტემების არსებობის გარეშე ამ ადამიანებს არ ექნებათ მოტივაცია, რაც, ბუნებრივია, საჯარო სექტორს, სახელმწიფო სამსახურს გახდის არაკონკურენტუნარიანს. შესაბამისად, მე პირადად ამ ინიციატივას ვერ ვიზიარებ.

გარემოს დაცვის მინისტრის კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვით 2016 წლის 1 იანვრამდე 800-მდე საჯარო მოხელეს პრემიების მიღების უფლება უნდა შეეზღუდოს.

კომენტარები